среда, 17 мая 2017 г.

პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა

       

  მე-9 და მე-11 კლასებში ჩავატარე გაკვეთილები და სესიები,  რომლის  მიზანი  იყო მოსწავლეთა დახმარება საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების, ღირებულებების გაცნობიერებასა და განვითარებაში;
მოსწავლეთა ინროფმირება საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ;
მოსწავლეთა აღჭურვა პროფესიული გადაწყვეტილების მიღების თეორიული , პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით.

1 გაკვეთილის მიზანი  იყო:  მოსწავლეთა ინფორმირება პროფესიის არჩევის მნიშნელობაზე; პროფესიათა მახასიათებლებისა და კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელთათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გააზრება.
მე-2 გაკვეთილის მიზანი  იყო:   სუბიექტური რეალობის არსებობის გაცნობიერება. სტერეოტიპების გავლენა და მათი მოქმედება.
მე-3 გაკვეთილის მიზანი  იყო:   პროფესიათა მახასიათებლების გაცნობა, კონკრეტული პროფესიის როლის გააზრება.
მე-4 გაკვეთილის მიზანი  იყო:  მომავლის დაგეგმვის მნიშვნელოვნების გააზრება.
მე-5 გაკვეთილის მიზანი  იყო:   ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და საქართველოში არსებული პროფესიათა სფეროების გაცნობა.
მე-6 გაკვეთილის მიზანი  იყო:  შრომითი ღირებულებებისა და ინტერესებისა როლის გაცნობიერება პროფესიული არჩევანის დროს.
მე-7 გაკვეთილის მიზანი  იყო:  გადაწყვეტილების მიღების უნარის გაუმჯობესება.
მე-8 გაკვეთილის მიზანი  იყო: განვლილი მასალის სქემატური ფორმირება/შეჯამება.
ამ  სასწავლო  წლის  მანძილზე  მოეწყო  გაფართოებული  შეხვედრები  სამედიცინო  სფეროს  თანამშრომლებთან,  სამართალდამცველებთან,  უმაღლესი  სასწავლებლების  წარმომადგენლებთან.  ვიყავით  ხაშურის  სასამართლოში,  სამკერვალო ატელიაში და სხვა.
       

       













Комментариев нет:

Отправить комментарий