ტერმინი ბულინგი (ინგ.Bullying)დაშინებას, ჩაგვრას, დატერორებას ნიშნავს. ის შეიძლება განიმარტოს, როგორც წინასწარგანზრახული, განმეორებადი აგრესიული ქმედება, რომელიც მიმართულია სხვათა საზიანოდ. მას ყოველთვის ჰყავს სამიზნე, რომლზედაც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.
გამოჰყოფენ ბულინგის შემდეგ ტიპებს: ფიზიკური (დარტყმა, ხელის ან წიხლის კვრა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება და ა.შ.);
ვერბალური (დამცინავი სახელით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები);
ფარული/შენიღბული ბულინგი (რთული მისახვედრია როდის ხორციელდება; მოძალადე "ჩაგრული" პერსონის ზურგს უკან მოქმედებს, რათა საფრთხე შეუქმნას მის
რეპუტაციას და დაამციროს საზოგადოების წინაშე);
კიბერბულინგი (ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით, განხორციელებული ქმედება."კიბერბულინგში" მოიაზრება: სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა სახელით გვერდებისა და ანგარიშების შექმნა).
მოძალადის მახასიათებლები:
უყვართ სხვებზე ბატონობა;
არიან იმპულსურები და ადვილად ბრაზდებიან;
არიან აგრესიულები და გამომწვევად იქცევიან;
მსხვერპლის მიმართ არ განიცდიან თანაგრძნობას.
მოსმენა: უნდა მოისმინოთ მისი ამბავი, ისე რომ არ შეაწყვეტინოთ საუბარი. უნდა იყოთ თანამგრძნობნი, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნახეთ როგორ წარიმართება მოვლენები, შესაძლოა ბავშვმა კიდევ ერთხელ დაიწყოს თავისი ამბის მოყოლა.
სკოლასთან დაკავშირება:
საჭიროა ბავშვის მასწავლებელთან ან დირექტორთან გასაუბრება;
უნდა გაირკვეს, იცის თუ არა სკოლის ხელმძღვანელობამ დატერორების ფაქტების შესახებ;
უნდა შემოწმდეს, როგორ პოლიტიკას ატარებს სკოლა, რათა აღმოიფხვრას ძალადობის შემთხვევები;
მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნას შედარებით დაცული სივრცე სასწავლო დაწესებულებებში და დაწესდეს მკაცრი კონტროლი.
Комментариев нет:
Отправить комментарий