ხაშურის გ. ტაბიძის სახელობის #6 საჯარო სკოლაში, 11 მარტს მოეწყო შეხვედრა სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებსა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს "როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე" ავტორს - ქალბატონ ნინო ბესელიას შორის. მოსწავლეებმა და წიგნის ავტორმა ისაუბრეს სახელმძღვანელოში არსებული თემების ირგვლივ. სამოალაქო განათლების მასწავლებელმა -მანანა კაპანაძემ ჩაატარა გაკვეთილი დისკრიმინაციის ერთერთი სახეობის ბულინგის შესახებ. გაკვეთილზე ნაჩვენები იყო ფილმი ბავშვთა უფლებებიდან "რომი". მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ წიგნის ავტორთან შეხვედრით.
Комментариев нет:
Отправить комментарий