2014 წლის 20 თებერვალს ხაშურის #6 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში, გაკვეთილის თემა იყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევები არასრულწლოვნებში. გაკვეთილს დაესწრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი რუსუდან ძიგრაშვილი და თბილისის 123-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კვიტაიშვილი. მე-9 კლასის მოსწავლეებმა იასუბრეს სამართლებრივ კულტურაზე თავიანთ თანატოლებში. ერთობლივი გაკვეთილი ჩაატარეს მასწავლებელმა - მანანა კაპანაძემ და მანდატურმა - მაია ტაბატაძემ.
სტუმრები დაესწრნენ დამრიგებლის საათს მე-7 კლასში, რომლეცი ჩაატარა ზურაბ ლომუაშვილმა სკოლის მანდატურთანერთად.
თებერვალში სამოქალაქო კლუბმა სკოლაში ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა რათა გამოევლინათ სკოლაში არსებულ პრობლემებს შორის ყველაზე პრიორიტეტული. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 13 კლასმა, დაახლოვებით 400 მოსწავლეზე მეტმა. აღმოჩნდა რომ სკოლის მოსწავლეებს ყველაზე მეტად აწუხებთ ის რომ არ აქვთ სპორტული ინვენტარი.

Комментариев нет:
Отправить комментарий