26 მასისს მასწავლებლის მანაან კაპანაძის ხელშეწყობით სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს და რაიონში გაავრცელეს ბუკლეტები, რომელიც ეროვნულ გმირს - მერაბ კოსტავას შეეხებოდა, მასში ეწერა ამონარიდები მისი საინტერესო ბიოგრაფიიდან და ფოტოები.
საქართველოს თავისუფლებისათვის
მებრძოლი, მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში. მისი
პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი
ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ (მედეა ჯაფარიძის
პირველი მეუღლე) ითამაშა.
1972 წელს მერაბ კოსტავა ზვიად
გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო
ჯგუფს. 1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა
ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბ კოსტავას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა.
გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს,
5 წელი დაუმატეს, როგორც “ხულიგანს“ და ციმბირში
გაამწესეს. მერაბ კოსტავა შეურიგებლად იცავდა არა მარტო თავის, არამედ ყველა
პატიმრის ღირსებას და ის ზედმეტი ხუთი წელი სწორედ ამ შეურიგებლობის საზღაური გახდა.
1987 წლის 30 აპრილს იგი 10–წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში ბრუნდება. მის დაბრუნებას ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთება მოჰყვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა შეუქცევადი გახდა. 1987 წლის 26 მაისს, ჯავახიშვილის N1–ში მერაბის ეზოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს......
Комментариев нет:
Отправить комментарий