суббота, 18 мая 2024 г.

8 აპრილი - ბოშათა საერთაშორისო დღე.
ნოდარ დუმბაძე : " ბოშები, ჩემი ხმაურიანი, მოცეკვავე, მომღერალი, საყვარელი ბოშები..."
დღეს ხაშურის მე-6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებლის მასწავლებლისა და კლუბის ინიციატივით ჩატარდა ღონისძიება "დღეს ჩვენც ბოშები ვართ".

суббота, 28 января 2023 г.

     

    16 ნოემბერს, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხაშურის მე-6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "სპექტრის" ინიციატივით , ჩატარდა ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები, მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები და მოეწყო ესეების კონკურსში გამარჯვებულ ბავშვთა დაჯილდოება. მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრად წიგნები და სიგელები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მასწავლებლები: მანანა კაპანაძე, დარეჯან გაჩეჩილაძე და მაკა არევაძე.

მადლობა "საზოგადოება ბილიკს" ინიციატივის მხარდაჭერისთვის.
აქტივობე დაფინანსებულია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება PH International - საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.


                

среда, 8 июня 2022 г.

ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო

  "ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში.” - კარლ ჰარცელი

ხაშურის N6 საჯარო სკოლა უერთდება ევროკავშირის კამპანიას "ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო". კამპანიის მიზანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელსაც ქალები ასრულებდნენ და ასრულებენ საქართველოში. კონფერენციას ორგანიზება გაუკეთა სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მანანა კაპანაძემ.




четверг, 6 мая 2021 г.

   სამოქალაქო განათლების ფორუმისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, მანანა კაპანაძის  ორგანიზებით, მოეწყო მოხალისე მასწავლებლების ვორქშოფი ხაშურის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. შეხვედრა იყო საინტერესო. ესპანეთიდან ჩამოსულმა მოხალისე მასწავლებლებმა: ლაურამ და ბრუნომ ისაუბრეს საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე, გეოგრაფიაზე, კულტურასა და სხვადასხვა ტრადიციებზე. მოსწავლეებს უჩვენეს პრეზენტაცია და საინფორმაციო ვიდეო რგოლები. 




среда, 15 ноября 2017 г.

პრობლემის გადაჭრის ზოგადი ალგორითმი

1. პრობლემის დანახვა.
2. ჯგუფის შემოკრება.
3. პრობლემის შესწავლა. პრობლემის შესახებ ინფორმაციის შეგროვება.
4. საჭიროების შემთხვევაში პრობლემის დაშლა ასპექტებად.
5. პრობლემის ასპექტის შერჩევა.
6. მოქმედებათა გეგმის შედგენა.
7. პროექტის შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა.
8. გადასაჭრელი საკითხის პრეზენტაციის მომზადება.
9. პრობლემის პრეზენტაცია პარტნიორებთან და თანამშრომლობის დაწყება.
10. მოქმედებათა წარმართვა.
11. შეფასება.

четверг, 1 июня 2017 г.

ტ რ ე ფ ი კ ი გ ი




რა არის ტრეფიკინგი:
  • ადამიანებით ვაჭრობა
  • ძალადობა
  • იძულებითი შრომა
  • ექსპლუატაცია
  • თავისუფლების შეზღუდვა
  • არაადეკვატრი ანაზღაურება
  • მოტყუება
  • კონტაქტის აკრძალვა
  • თანამედროვე მონობა
2006 წელს შეიქმა სახელმწიფო ფონდი, რომელიც ეხმარება ტრეფიკინგის მსხვერპლებს. მანამდე არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაციები,რომელბიც საკუთარი სახსრებით და პატარ–პატარა დაფინანსებებით ცდილობდნენ დაზარალებულთა დახმარებას. 2006–წლიდან დაიწყო ამ არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობა.იმისათვის,რომ დაზარალებულს მიენიჭოს მსხვერპლის სტატუსი არსებობს მუდმივმოქმედი ჯგუფები და მათთვის სტატუსის მინიჭება ხდება  ან სამართალდამცავ ორგანოებში, ან ფონდში. თუ კი მსხვეპრლს მიენიჭა სტატუსი, ფონდი:
  • უწევს უფასო იურიდიულ მომსახურებას
  • სამედიცინო დახმარებას
  • ფსიქოლოგიური რეაბილიტაიას
  • ეხმარება თავშესაფრით
  • ხდება მსხვერპლის გადამზადება/სწავლება
  • დასაქმება
  • რაც მთავარია დაცულია ანონიმურობა